ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, საერთო ჯამში, 800 ადამიანია დაღუპული, 2.800 კი დაშავდა

1 month ago 11

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა.

მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში 812 ადამიანი ემსხვერპლა.

სრულად წაკითხვა