სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: primetime.ge