ავტომაგისტრალზე მსუბუქი მანქანა პატრულის ეკიპაჟს შეეჯახა – 2 პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს

1 month ago 5

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ღამის საათებში, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ “ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟის “შკოდას” მარკის ავტომობილს უკნიდან დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ორივე ავტომობილმა მნიშვნელოვანი დეფორმაცია მიიღო. დაშავდა საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი და ასევე “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლი.

“ინფო რუსთავის” ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფო რუსთავი

სრულად წაკითხვა