ავარიისას დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია

2 months ago 9

120

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და “მერსედესის” მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

,,ვერ ვიჯერებ გიუნა ვერ ვიჯერებ ბიჭო როგორ წახვედი და დაგვტოვე გიო ეს რაქენი ბიჭო როგორ დაგვწყვიტე გული ძმაო როგორ ბიჭო როგორ დაგვტოვე გიო”,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

სრულად წაკითხვა