ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მედიის ცნობით, დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

8 months ago
70







English (US) ·
Georgian (GE) ·