არასრულწლოვანი, ინიციალებით ა.ბ. - იყო ავალიანის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდადებულის, გ.რ.-ის შეყვარებული.
ა.ბ. დააკავეს „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ბრალდებით - სისხლის სმართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
5 აგვისტოს, საღამოს საათებში თბილისში ასევე დააკავეს ავალიანის ყოფილი მოსწავლე, მთავარი მსჯავრდადებულის შეყვარებული, არასრულწლოვანი ნ.ი..
იგი დაკავებისას ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
რადიო თავისუფლებას გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განუცხადა, რომ ნ.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით“.
გიგა ავალიანის საქმე - მოკლედ
- მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
- 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
- ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის შეყვარებული. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
- მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·