ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ადემოლა ლუკმანი მილანის „ინტერთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდა. ნიგერიელი თავდამსხმელი „ნერაძურისთან“ 2030 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, მხარეებს შორის ახალი მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. იტალიური გრანდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ შეთანხმება საბოლოოდ შედგება.
27 წლის ლუკმანმა გასულ სეზონში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — 40 შეხვედრაში 20 გოლი და 7 ასისტი მიითვალა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი „ატალანტასთან“ 2027 წლამდე მოქმედებს.