WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

პოსტ-ჰუმანური პერიოდის ჰორიზონტები
—————————————————
ადამიანებმა ხელოვნური ინტელექტისათვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლონ, ისინი სწრაფად უნდა გახდნენ უფრო ჭკვიანები, ფიზიკურად ძლიერები და ჯანმრთელები. ამასთან ერთად, თუ ისინი უფრო ლამაზებიც და მომხიბვლელებიც იქნებიან, ეს დამატებითი ბონუსი იქნება.
სილიკონის ველი უკვე დაინტერესდა ამ იდეით. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ილონ მასკმა და პიტერ ტიელმა ინვესტიციების ჩადება რეპროდუქციულ-ფერტილობის კომპანია-სტარტაპებში. ამჟამად ამ წამოწყებაში ნახევარი ტრილიონი დოლარია ინვესტირებული.
ტექნო-ბიზნესს დიდი გეგმები აქვს მოცემული მიმართულებით. მაგალითად, კლინიკებს შეეძლებათ ადამიანის კანის უჯრედებიდან გამოყონ ღეროვანი უჯრედები, შემდეგ ისინი აქციონ სპერმატოზოიდად და კვერცხუჯრედად; შემდეგ ინ-ვიტრო ფერტილიზაციის მეშვეობით გამოარჩიონ ემბრიონი, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი, მაღალი და მოხდენილი ბავშვის დაბადებას.
ეს მომავალში, ამჟამად კი ბაზარზეა ტესტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ემბრიონების სკრინინგი გავრცელებულ დაავადებებზე, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, ჰიპერტენზია. აგრეთვე, შესაძლებელია სკრინინგი სიმაღლეზე და ინტელექტზე. ეს ყველაფერი არც ისე ძვირია, დაახლოებით 15-50 ათასი დოლარის ფარგლებში ჯდება.
ტრანსჰუმანიზმი, ანუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანის რადიკალური გაუმჯობესება, საშუალებას მისცემს ორგანიზმს, რომ დაძლიოს აბსოლუტურად ყველა სახის ბიოლოგიური ლიმიტი, იქნება ეს სიბერე თუ დაავადებები, ინტელექტუალური თუ ფიზიკური შესაძლებლობები. და ეს მისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ერთეულებისათვის. ასე გადავა კაცობრიობა ე.წ. პოსტ-ჰუმანურ სტადიაში.
ფანტაზიაა? არანაირად.
უკვე შექმნილია გენური ინჟინერია, მაგალითად CRISPR; ნანოტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი დღითი-დღე ახალ სიმაღლეებს აღწევს; ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირება წარმატებით ხორციელდება.
როგორი იქნება სუპერ-ადამიანების მსოფლიო? გადაიქცევა თავისებურ ოლიმპოდ, სადაც მხოლოდ ღმერთები ცხოვრობენ? ამის გააზრება ისევე რთულია, როგორიც სამყაროს უსასრულობის. ან იქნებ ეს არის სწორედ ის „ბაბილონის გოდოლი“, რომელიც არასოდეს უნდა აშენდეს?
ვინ იცის…