“აგვისტოს ომის გმირები – ბიჭები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით შეინარჩუნეს იდეა, რასაც საქართველო ჰქვია” – პაატა მანჯგალაძე

1 week ago 18

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აგვისტოს ომის 17 წლისთავს ემოციური შეფასებებით ეხმიანება:

აგვისტოს ომის გმირები – ბიჭები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით შეინარჩუნეს იდეა, რასაც საქართველო ჰქვია.

ისინი ცოცხალი მტკიცებულება არიან იმისა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს.

გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც.

სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა. მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა.

ბიჭების ხსოვნა მაშინ ცოცხლობს, როცა შენით ხარ სწორ ადგილზე და არ ელოდები სხვის მითითებას. ხმაურის გარეშე. ზედმეტი სიტყვების გარეშე. სადაც ხარ, იქ იცავ შენს წილ საქართველოს.

დიდება გმირებს. დიდება საქართველოს.

ძალა ერთიანობაშია და არა ერთმანეთის გლეჯვაში”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა