აბსოლუტური ჭეშმარიტება თამაზ ჭეიშვილისგან

4 hours ago 1

Tamaz cheishviliპუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი თავის პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წერილში აბსოლუტურ ჭეშმარიტებას გვიზიარებს:

“დაუშვი დროშები გლოვის ნიშნად ხელისუფალო!

როდესაც ხუთ მილიონიანი ერიდან, ორ მილიონზე მეტი ტოვებს სამშობლოს და უცხოეთში მიდის სამუშაოდ ოჯახების გადასარჩენად, როდესაც ამ მცირე ერის მოქალაქეებიდან ვიღაც ყოველ დღე სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებს, როცა დაიქცა და დაიშალა ქვეყნის ყველა სასიცოცხლო სისტემა, ხოლო განათლება ორიენტირებულია ფულის “კეთებაზე”… როცა ერი არაფერს ქმნის და ოცდაათი წელი ქუჩაში “ცხოვრობს” მიტინგებზე… ხოლო ამ ოცდაათი წლის მანძილზე ძალოვანი სამსახური პროფესიონალ დამბრბევად ჩამოყალიბდა, როცა ბავშვები იხოცებიან შიმშილით, ხოლო პოლიტიკოსებმა აღარ იციან სად წაიღონ მოპარული ფული, ეკლესიის მსახურები კი ფუფუნებაში ნებივრობენ…

დაუშვი დროშები და გამოაცხადე გლოვა ქვეყანაში ხელისუფალო! ძაძებით შეიმოსე, თუ სინდისის ნატამალი კიდევ შემოგრჩა!”

სრულად წაკითხვა