22
დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
აფხაზეთის ტერიტორიაზე ბენზინის/საწვავის შეტანაზე.
1) 0 ილუზია მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს “გალელი ქართველებისთვის” ან რამე სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ხდება.
აფხაზეთიდან დევნილმა, ზამირ კვეკვესკირმა აგერ შუა თბილისში დაიწვა თავი და მაგას არ მიაქციეს ყურადღება და თაგილონსა და ოტობაიაში მყოფი ჩემი მეზობლების ყოფა აინტერესებთ ამათ?!
მეტი არაა ჩემი მტერი.
2) აფხაზეთში საწვავის დეფიციტს მოყვება/მოყვებოდა უკმაყოფილება რუსეთის მიმართ და ეს საკმაოდ დიდი პრობლემა შეიძლება გამხდარიყო რუსებისთვის.
შესაბამისად, აფხაზეთში საწვავის შეტანა არანაირი ბიზნესი და “სამშვიდობო გეგმის” ნაწილი არაა – რუსეთის პირდაპირი დახმარებაა აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნებაში.
3) და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე:
“არა ომს – კი მშვიდობას” და ომის აცილება კი არა-და, პირდაპირ რუსეთის მხარეს ომში ჩაბმაა ეს, რადგან ვერავინ იტყვის ზუსტად, ეს საწვავი რუსეთის ჯარისთვის ტყვია-წამლის მისაწოდებლად გამოიყენება თუ არა.
და გამოდის, რომ ნებისმიერი მსგავსი ტვირთი შეიძლება იყოს უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე.
და “აბა ომი გინდათ” კი არა, სწორედ ომში გვითრევენ, ოღონდ რუსების სასარგებლოდ.
● უბრალოდ იცოდეთ ეს ყველაფერი, რომ მერე არ თქვათ, “აბა ჩვენ რა ვიცოდითო.
საერთაშიროსო alia.ge