აარონ რემზი კარდიფის დროებითი მწვრთნელი იქნება

3 weeks ago 15

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უელსელი ფეხბურთელი, აარონ რემზი კარდიფის დროებით მწვრთნელად დაინიშნება.

კარდიფი ჩემპიონშიპის გასავარდნ ზონაშია და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, რემზი კი გუნდის გადარჩენას შეეცდება.

თავად რემზი ახლა კარდიფში თამაშობს, თუმცა ბოლო თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა. კლუბი ამჯერად ბოლოსწინა ადგილზეა და გასავარდნი ზონის დასაძლევად 1 ქულა სჭირდება.

კარდიფს დარჩენილი მატჩები ოქსფორდთან, ვესტ ბრომთან და ნორვიჩთან ელის.

სრულად წაკითხვა