Wizz Air ქუთაისიდან რიგის მიმართულებით აღარ იფრენს

2 months ago 15

1

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგის მიმართულებით აღარ იფრენს.

ბოლო ფრენა 31 მაისს შესრულდება.

ფრენის გაუქმება ოპერაციულ ხარვეზებს უკავშირდება, რომლებიც Pratt & Whitney-ის ძრავის დეფექტებითაა გამოწვეული. ამ პრობლემების გამო კომპანია იძულებულია, რამდენიმე მიმართულება გააუქმოს.

ჯერჯერობით უცნობია, მომავალში აღადგენს თუ არა ამ მიმართულებით ავიაკომპანია ფრენას.

სრულად წაკითხვა