ბულგარეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი პარამკლავჭიდელისთვის, ვახტანგ ახობაძისთვის, ისტორიული შედეგით დასრულდა — სპორტსმენმა ფინალში რუსი ოპონენტი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში მეოთხედ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ახობაძემ ტიტული პირველად 2015 წელს, მალაიზიაში მოიპოვა. შემდეგ წარმატებას მან 2024 წელს, მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატზე მიაღწია, მესამე ოქროს კი რუმინეთში დაეუფლა.
ახლა უკვე ბულგარეთშიც ოქროს მედლით დაბრუნებულმა ქართველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პარამკლავჭიდში მსოფლიო ელიტის წარმომადგენელია და თავისი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარადგინა.