პარიზის „სენ-ჟერმენზე“ გადაღებულ ახალ დოკუმენტურ სერიალში ხვიჩა კვარაცხელია ისტორიული ფინალის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდს — საკუთარ გოლს იხსენებს.
ქართველი ვარსკვლავის თქმით, გადამწყვეტ მომენტში უსმან დემბელესთან კომბინაციამ ყველაფერი შეცვალა:
„როცა ბურთი დემბელეს მიაწოდეს, მე უკვე მცველის ზურგს ვუმიზნებდი. დავუძახე: ‘უს, მომეცი!’ და მან იდეალური პასი გააკეთა. მხოლოდ გაქცევა და დარტყმა დამჭირდა,“ — იხსენებს კვარაცხელია.
ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ გოლის შემდეგ ემოციებმა ყველაფერს გადააფარა:
„როცა ბურთი ბადეში აღმოჩნდა, თითქოს დრო გაჩერდა. ვერ ვიაზრებდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია.“