შაბათს გამართულმა "BRAVE CF: Georgia vs. The World" ღონისძიებამ ქართული MMA-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა — საღამოს მთავარი ორთაბრძოლის გამარჯვებული რაულ თუთარაული გახდა. ქართველმა მებრძოლმა გამოცდილ ჰოლანდიელ მეტოქეს, პიტერ ბუისტს, სამრაუნდიან ბრძოლაში იჭიდავა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა და მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებისთანავე მან სიტყვით მიმართა აუდიტორიას და პირდაპირ გამოიწვია დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, აბდისალამ კუბანიჩბეკი, რითაც კიდევ უფრო აამაღლა ინტერესის დონე მომავალ სათაურო დაპირისპირებაზე.
მთავარ ბარათზე წარმატებით იასპარეზეს სხვა ქართველებმაც — ლაშა აბრამიშვილმა, ლუკა გორგაძემ და მუხრან ნარსავიძემ გამარჯვება ჩაიწერეს და ქვეყნის MMA-ს რეიტინგში საკუთარი პოზიციები გაიმყარეს.
განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ ბექა ღვინიაშვილისა და ვაჟა წიპტაურის გამოსვლებსაც, თუმცა მათი ბრძოლები მეტოქეთა ტრავმების გამო საბოლოოდ არ ჩატარდა.
VIDEO: (LaGazzetta Georgia)