VIDEO: კობა ქარუმიძე ევროპის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

1 month ago 16

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დღეს საქართველოს სახელით ხუთი მოჭიდავე გამოვიდა: კობა ქარუმიძე (55 კგ), რომეო ბერიძე (63 კგ), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ) და საბა ჩილაშვილი (130 კგ).

ხუთი მონაწილედან სამმა ნახევარფინალამდე მიაღწია, თუმცა ფინალში გასვლა მხოლოდ კობა ქარუმიძემ შეძლო.

ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქ მეჰმეტ სარფს 9-0 მოუგო და ხვალ, 13 მარტს, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

რომეო ბერიძე და საბა ჩილაშვილი ნახევარფინალში წააგებენ და ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსისთვის გააგრძელებს ტურნირს.

სრულად წაკითხვა