Zonalsports-მა UFC-ის ისტორიაში 2025 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლების საუკეთესო ექვსეული გამოაქვეყნა, სადაც ილია თოფურიას ადგილიც მოიძებნა.
უკვე ორგზის ქართველი ჩემპიონი სიის მე-6 პოზიციას იკავებს. 2024 წლის მონაცემებით თოფურიამ ბრძოლებით 4.47 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ახლა კი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით ილია 3-4 მილიონ დოლარს მიიღებს!
რაც შეეხება სიის დანარჩენ მონაწილეებს, ისინი ასე გადანაწილდნენ:
1. კონორ მაკგრეგორი
2. ჯონ ჯონსი
3. ალექს პერეირა
4. შონ ომალი
5. მაქს ჰოლოუეი