მარლონ მორაესმა მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ყველა დროის საუკეთესოდ არ მიიჩნევს.
„დვალიშვილი შესანიშნავია, მაგრამ ჩემი აზრით, დომინიკ კრუზი და ტი ჯეი დილაშოუ მასზე უკეთესები იყვნენ,“ — თქვა მორაესმა.
შეგახსენებთ, მორაესი დვალიშვილის ყოფილი მეტოქეა — ქართველმა მებრძოლმა მას ტექნიკური ნოკაუტით სძლია.