საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, სპორტულ გადაცემაში “სპორტი იმედზე”, საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. დინამო არენაზე გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა 6:1 გაიმარჯვა, გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მოედანზე შეიჭრა და შემდეგ აგრესიაც გამოხატეს სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მიმართ.
UEFA-ს დელეგატმა საყვედური დაგვიწერა იმის გამო, რაც მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. ახლა ნამდვილი გულშემატკივრების სახელიც შებღალულია იმ ცალკეული ადამიანების გამო, რომლებიც მოედანზე შეიჭრნენ. ჩვენი საფეხბურთო ატმოსფერო და საერთო ინტერესი არ იმსახურებდა ასეთ ინციდენტს.
სასჯელი გვეკუთვნის და ეს ქცევა დასაგმობია, თუმცა ვცდილობთ უეფა დავარწმუნოთ, რომ სანქცია რაც შეიძლება მინიმალური იყოს. UEFA-ს დისციპლინარული კომიტეტი ამ საკითხზე 9-10 აპრილს იმსჯელებს და პასუხი გვეცოდინება.– განაცხადა დავით მუჯირმა.
წყარო: belive.ge