PHOTO: როგორ მიულოცა ილია თოფურიამ მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობა

11 hours ago 1

ლას-ვეგასში გამართულ UFC 320-ზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა — მან კორი სენდჰეგენი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა მესამედ დაიცვა.

ცხადია, აღნიშნულ ფაქტს, სოციალური ქსელის საშუალებით UFC-ის ორი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაც გამოეხმაურა.

"ძმაო, ჩვენ იმ წერტილს მივაღწიეთ, სადაც გამარჯვებები თითქმის ნორმალურად გვეჩვენება. მაგრამ ყველამ ვიცით, თუ რამდენად რთულია იქამდე მისვლა. ამაყად ვამბობ, რომ შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ! შრომის, თავგანწირვისა და კეთილშობილობის მაგალითი. გარდა მებრძოლისა, წარმოუდგენელი ადამიანი ხარ, უდიდესი გულით. გვიყვარხარ, მხარს გიჭერთ და შენ გვერდით ვართ ცხოვრების ყველა ეტაპზე", - წერს ილია.

სრულად წაკითხვა