
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 2 ოქტომბერს 68 ხმით 7-ის წინააღმდეგი საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. ასამბლეის ორმა წევრმა თავი შეიკავა. რეზოლუციამ მოუწოდა საქართველოს, უარი თქვას „დემოკრატიის ნგრევაზე“ და გააფრთხილა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ფაქტობრივად შექმნის „ერთპარტიულ დიქტატურას, რომელიც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“.
რეზოლუციაში ასამბლეა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს ასამბლეის შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული კრიზისის თაობაზე, და ასევე ასამბლეის რეკომენდაციებს.
ასამბლეა „გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან“ და „უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ“.
This post is also available in: English
Read Next
03/07/2025 - 18:32
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, თავისუფლებების პატივისცემისა და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს
10/04/2025 - 16:02
PACE საქართველოში დემოკრატიის სწრაფ უკუსვლას გმობს და სადავო კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს
27/03/2025 - 10:32
ევროპის საბჭოს კონგრესი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს
14/03/2025 - 10:18
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს
13/02/2025 - 16:16
საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
31/01/2025 - 15:55