#OK! „შედეგები მოვიდა და მე კიბოსგან თავისუფალი ვარ!“ – ჯესი ჯეიმ მკერდის კიბო დაამარცხა

56 minutes ago 1

ბრიტანელმა მომღერალმა ჯესი ჯეიმ გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა – მან ოფიციალურად მკერდის კიბო დაამარცხა. ამის შესახებ არტისტმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა სადაც კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგებს ელოდებოდა.

„შედეგები მოვიდა და მე კიბოსგან თავისუფალი ვარ!“ – წერს მომღერალი ვიდეოს აღწერაში. მისი თქმით, დიაგნოზის მიღების შემდეგ ეს მომენტი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავე დროს შვებით სავსე იყო: „საათობით ვტიროდი და შემდეგ პირველად, ერთი წლის განმავლობაში, ამოვისუნთქე.“

ჯესი ჯეიმ მკერდის კიბოს დიაგნოზი 2025 წლის ზაფხულში გაასაჯაროვა. მალევე მან ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობის რთული ეტაპი გაიარა, რის გამოც მოგვიანებით ტურნეს ნაწილიც გადადო და შემდეგ საერთოდ გააუქმა.

მომღერალი ამბობდა, რომ დიაგნოზის საჯაროდ გაზიარება მისთვის ემოციური პროცესის ნაწილი იყო და ამავდროულად – მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, ვინც მსგავს ბრძოლას გადის. „თქვენ ყოველთვის ჩემთან იყავით – კარგშიც და რთულშიც, და არ მინდა ეს შეიცვალოს,“ – აცხადებდა ის.

Jessie J Says Her Cancer Is 'All Gone' After Undergoing Surgery

ჯესი ჯეის ჯანმრთელობის პრობლემები წარსულშიც არაერთხელ ჰქონია – ბავშვობაში გულის დაავადება, მოზარდობაში ინსულტი და მოგვიანებით მენიერის დაავადებით გამოწვეული სმენის დროებითი დაკარგვა. 2024 წელს მან ასევე ისაუბრა ADHD-სა და OCD-ის დიაგნოზებზე.

მიუხედავად რთული გამოცდილებისა, მომღერალი ამბობს, რომ ამ ყველაფერმა მას ცხოვრებაზე სრულიად ახალი პერსპექტივა მისცა: „არაფერი გამტეხს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმისთვის გამოვიარე, რომ სხვებს დავეხმარო – თუნდაც მხოლოდ სიმღერებით.“

Jessie J 'sobbed for hours' after hearing she is cancer-free - BBC News

სრულად წაკითხვა