17–19 ივლისს გუდაურში განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება, სადაც სხეული, გონება და შინაგანი სამყარო ერთ მთლიანობად გაერთიანდება. საერთაშორისო ტანტრა მასტერი ლიეტუვადან, სარანი ვილიონიტე, რომელსაც 25-წლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში შეხვედრას ჩაატარებს მათთვის, ვისაც სურს ცხოვრების, საკუთარი სხეულისა და ემოციების უფრო ღრმად შეგრძნება და შესწავლა.
აღნიშნულ პრაქტიკაზე შეგიძლიათ, როგორც წყვილში, ასევე ინდივიდუალურად დასწრება. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარ თავზე გამოცადოთ უძველესი სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები სასიცოცხლო ენერგიების გასააქტიურებლად და განტვირთვისთვის.
სიტყვა ტანტრა სანსკრიტიდან მოდის და ნიშნავს ქსოვას — საკუთარი თავის დაყოფილი ნაწილების ერთ მთლიანობად მოქსოვას. გაერთიანებას: სხეულისა და გონების, სიჩუმისა და მოძრაობის – თქვენი იმ ნაწილის, რომელიც მიზნებს აღწევს და იმ ნაწილის, რომელსაც უბრალოდ სიმშვიდე სწყურია.
ტანტრა მხოლოდ პრაქტიკა ან სწავლება არ არის, ეს ცხოვრების წესია, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიყოთ სიამოვნებაში აქ და ახლა: სხეულში, ემოციებში, სიყვარულსა და სიცოცხლეში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტანტრას მხოლოდ სექსუალობას უკავშირებენ, სინამდვილეში ეს ბევრად უფრო ღრმა და მრავალშრიანი გამოცდილებაა – ცნობიერების, შინაგანი თავისუფლებისა და საკუთარ თავთან კავშირის გზა.
სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული სარანის პრაქტიკაც, მოგეცემათ შესაძლებლობა დაუბრუნდეთ საკუთარ თავს, დაუკავშირდეთ თქვენს უმაღლეს მეს, მოიხსნათ ჯავშანი, რომელიც ხელს გიშლით როგორც ნამდვილის მეს ისე სიამოვნების მიღებაში. ტანტრა ბედნიერების ხელოვნებაა.
ღონისძიების დეტალები იხილეთ ლინკზე www.suliretreats.com

სარანი ვილიონიტე: ჩემი სახელი სიყვარულის გზას ნიშნავს. 2000 წლამდე ეს სახელი ჩემთვის საიდუმლოს წარმოადგენდა. ერთ-ერთ ვორქშოფზე (შინაგანი კაცი და ქალი) ვიყავი, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ტანტრას ვორქშოფი იყო. მახსოვს, მენტორმა ჩემზე სთქვა ,,ეს ქალი ნამდვილი ტანტრას ქალიაო’’… მე კი გავიღიმე, ლამაზად ჟღერდა, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა ეს რას ნიშნავდა.
მოგვიანებით მივიღე სახელი – “სიყვარულის გზა” (Path of Love), ისევ გავიღიმე და ისევ წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ეს. სულ რაღაც 25 წლის ვიყავი, რასაც ვხვდებოდი იყო ის, რომ მთელი სულიერი სამყარო ჩემთან ახლოს იყო. მერე შევხვდი ერთ კაცს, რომელმაც მითხრა, რომ ტანტრული ქალი ვარ – ,,უნდა წახვიდე ჩემი მეგობრის ტანტრას სკოლაში, ლონდონის გამოღვიძების სკოლაში (London School of Awakening).”
მე მას დავუჯერე და 2001 წელს ტანტრას მასწავლებელ სარიტასთან მოვხვდი, რომელმაც ტანტრას ტრენინგი უფასოდ გადმომცა და ალბათ არ გაგიკვირდებათ და მანაც ის ჯადოსნური სიტყვები მითხრა – შენ ტანტრას ქალი ხარ და ამ საჩუქარს იმსახურებ
ასე გამიღიმა და ყველაფერზე დიახ მითხრა მთელმა სამყარომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ამას არ ვეძებდი. ასე დავიწყე იმის გაგება, თუ რას ნიშნავს სიყვარულის გზა.
დავიწყე სიამოვნების, სიხარულის შეგრძნება და ჩემი სხეულის არსმა სულიერ გამოცდილებებამდე მიმიყვანა, რის შემდეგაც აღარ დამრჩა კითხვა, თუ რა არის ტანტრა ან რას ნიშნავს სიყვარულის გზა, რადგან მე უკვე ამ გზაზე ვიდექი.
მე უბრალოდ ამით დავიბადე და წინამძღოლობა მჭირდებოდა. მჭირდებოდა ნამდვილი მასწავლებელი, რომელიც გამახსენებდა და დამანახებდა ჩემს დანიშნულებას, და შემდეგ დაიწყო მოგზაურობა და დაუსრულებელი კურსები და, რა თქმა უნდა, პრაქტიკები, რომლებსაც სახლში ვაკეთებდი. ყოველთვის ვვარჯიშობდი. ტანტრას მარტოც ვაპრაქტიკებდი და ჩემს პარტნიორთან ერთადაც. იმ დროს ჩემი პარტნიორი მოქანდაკე იყო და ტანტრულ ქანდაკებებს ქმნიდა. ასე რომ, ჩვენ ვაპრაქტიკებდით ტანტრას, ჩვენ ვცხოვრობდით და ჩვენს თავს ჩვენი საქმით გამოვხატავდით.
ჩემს გარშემო ადამიანები მთხოვდნენ გამეზიარებინა მათთავის ჩემი ცოდნა, გამოცდილება, სწორედ ამიტომ დავიწყე ამის სწავლება. ყველა ტანტრული ინიციაცია და სწავლება ძალისხმევის გარეშე ხდებოდა. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ეს მოდიოდა რელაქსაციასთან ერთად..
დღეს უკვე 25 წელია, რაც ტანტრას გზაზე ვარ. მქონდა ბევრი სხვადასხვა სწავლება და პრაქტიკა, რომლებიც ასევე უკავშირდება თერაპიის სამყაროს, რადგან როცა სიყვარულის თემას ვეხებით, ხშირად ბევრი რამ ამოტივტივდება ხოლმე. ვგრძნობდი, რომ ტანტრას უძველესი პრაქტიკა საკმარისი არ იყო და მეტი მჭირდებოდა. სწორედ ამიტომ შევედი თერაპიის სამყაროში და გავიარე ჩემი პირადი ტრენინგები, ვგულისხმობ ჩემს პირად სესიებს სამი წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ექიმ იანოვთან (Doctor Janov) და გავიარე გრძნობების თერაპია, პრაიმალ თერაპია (primal therapy). ასე რომ, მე ვაერთიანებ სიყვარულს, სიყვარულის უძველეს მეცნიერებას, ტანტრას, თერაპიას და ტკივილს, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ და გარდავქმნათ, და ასევე მედიტაციებს. ეს ჩემი ყოველდღიური პრაქტიკაა. ასე რომ, ჩემი მთელი ცხოვრება ამ გზას ეძღვნება.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ქართველ ქალებზე
ქართველი ქალები შინაგანად ატარებენ, ძალიან ინტენსიურ და ძლიერ ძალას. ისინი ნამდვილები და ავთენტურები არიან. ჩვენ ყველანი, როგორც ადამიანები, დაფარულები ვართ საზოგადოებისგან თავსმოხვეული აზრებით, მაგრამ ის სიღრმე, ის ბირთვი და არსი, რომელსაც ქართველი ქალი ატარებს, დაუჯერებელია. ამაზე ვსაუბრობ და ჟრუანტელი მივლის, რადგან მათი სილამაზე და სიმამაცე ისეთი ნამდვილია, შეუპოვრები არიან.
ძალიან მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა. როცა მოწვევას ვიღებ, მთელი ჩემი სისტემა და სხეული ვიბრირებს და ყოველ ჯერზე დიდი სიხარულით მოვემართები, რადგან ყოველი კურსის დროს ბევრ ქალს ვიცნობ, ისინი აგრძელებენ ჩემთან კონტაქტს, მესიჯებს მწერენ.
თამაამდ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ღრმა კავშირს ვგრძნობ საქართველოსთან, თბილისთან და ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნის ქალებით.

რას უნდა ველოდოთ დაგეგმილ სესიაზე გუდაურში?
ამ შეხვედრაზე, რომელიც 17-19 ივლისს გუდაურში ჩატარდება, მსურს გაგიზიაროთ კიდევ უფრო ღრმა დონე – იქ, სადაც კაცებსა და ქალებს შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ ტანტრას გზაზე. რათა მათ ნამდვილად შეძლონ ერთმანეთის დანახვა და გაგება. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სიყვარული, სიმშვიდე და მედიტაცია. ამ ყველაფრისთვის კი გვჭირდება პრაქტიკები, მედიტაციები და გაგება. ყველაფერი გაგებით იწყება.
სწორედ ეს არის ის, რაც ამჯერად ჩამომაქვს საქართველოში – ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ღრმა მედიტაცია, სხეულში გამოღვიძება და სიცოცხლის უნარიანობა შეიძლება დაბრუნდეს ამ ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან ღრმა პრაქტიკების მეშვეობით.
ტანტრა უძველესი პრაქტიკაა და ბევრი სხვა სულიერი მიმდინარეობისგან განსხვავდება, რადგან ის მოიცავს ადამიანის სენსუალურობას (მგრძნობელობას), იმ სიცოცხლის უნარიანობას, რომელიც დღევანდელ ადამიანში ასე ძალიან არის ჩახშობილი. უკვე ათწლეულებია, რაც ადამიანებს აღარ აქვთ კავშირი იმ ექსტაზთან, რომელსაც საკუთარ შიგნით ატარებენ.
შესაძლოა არსებობს ვირაცეების ფარული მიზანი, რომ ადამიანები ექსტაზს არ განიცდიდნენ. ტანტრა კი არის გზა, რომელიც ადამიანებს ამ საჩუქარს სთავაზობს, რათა დაგვეხმაროს საკუთარ სხეულში დაბრუნებაში.ჩვენს სხეულშია დამალული საიდუმლოებები — სიხარულისა და ექსტაზის საიდუმლოებები.

ტანტრა არის გზა…
ეს არის გზა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ცხოვრებას ვუთხრათ „დიახ“, ნებისმიერ გარემოებას, რაც არ უნდა ხდებოდეს. ეს შეიძლება იყოს რთული სიტუაცია, ეს შეიძლება იყოს დაშორება, განქორწინება, სამსახურის დაკარგვა და სხვ. მაგრამ ტანტრა გაცნობიერებულობით, სიყვარულით და გაგებით… მოგვიწოდებს, რომ ამ ყველაფერს ვუთხრათ „დიახ“. განკურნება კი ხდება მოდუნებით, რასაც შემდეგ მოსდევს შენი პიროვნების სრულიად ახალი შრის გახსნა. იწყებ საკუთარი თავის რწმენას, საკუთარი თავის ნდობას. შენი გული კი იწყებს შენს წინამძღოლობას ცხოვრებაში და საბოლოოდ აღმოჩნდები ისეთ სიტუაციებში, რომლებიც შენთვის სასიკეთოა. რადგან შენ ამ ცხოვრებაში იმისთვის მოხვედი, რომ იცხოვრო — იცხოვრო იმ საუკეთესოთი, რაც შენთვისაა გამზადებული და ტანტრას მეშვეობით ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევა არ გჭირდება. ამ ყველაფრამდე რელაქსაციით, მედიტაციით და დიდი სიხარულით მიდიხარ.
ასე რომ, ტანტრა არის გზა, რომელიც აკავშირებს ფემინურ და მასკულინურ არსს; აქ არ არსებობს დაყოფა, არ არსებობს განცალკევება, აქ არის ერთიანობა, არის მთლიანობა, რომელიც თითოეული ჩვენგანის შიგნითაა. და ამ მთლიანობის მეშვეობით ჩვენ ასევე ვპოულობთ ერთიანობას ამ სამყაროსთან.
ამგვარად, ერთი მხრივ, ტანტრა ძალიან მიწიერი გზაა. ის ძალიან მიწიერია. სწორედ ამიტომ ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს ტანტრას მასწავლებელი, რადგან ქალი ძალიან მიწიერი და ძალიან დამიწებულია. მაგრამ როდესაც დამიწებული ხარ, მაშინ უკვე შეგიძლია შენს სულთან დაკავშირებაც. ეს ძალიან მსუბუქია. ეს გვიხსნის უმაღლესი გამოცდილებებისკენ, რომელთა დანახვაც თვალით შეუძლებელია და რომელთა აღქმაც გონებით არ შეიძლება. საქმე ის არ არის, რომ ამის უბრალოდ გაგება შეგიძლია. შენ იწყებ გაგებით, მაგრამ საბოლოოდ ეს არის ის, რაც მხოლოდ უნდა განიცადო და იცხოვრო ამით.

ნინია ჯოხაძე – ტანტრას პირველი ქართველი მასწავლებელი, Goddess Essence-ის სერიებისა და ქალთა პრაქტიკების სერტიფიცირებული მასწავლებელი, ტაო ტანტრისა და ქაშმირი ტანტრა რიტუალების პრაქტიკოსი:
ჩემი ტანტრული განათლება და საფუძვლიანი პრაქტიკა Tantra Essence School-ს უკავშირდება, სადაც მსოფლიო დონის მასწავლებლის, მისტიკოსის და ავტორის, მა ანანდა სარიტას (ma ananda sarita) ხელმძღვანელობით ვსწავლობდი. ასევე წლების განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა ტანტრას სხვა ისეთ გამორჩეულ და აღიარებულ მასწავლებლებთან, როგორებიც არიან Margot Anand, Suta და Mohini და ა.შ.
ტანტრა ჩემს ცხოვრებაში ათი წლის წინ შემოვიდა, როდესაც საქართველოში ოშოს წიგნი „ტანტრა“ ითარგმნა. სწორედ ამ ამბავს მოჰყვა საქართველოში სარანი ვიოლინის მოწვევა, რომელმაც ტანტრა ქალებისთვის – ტრენინგი ჩაატარა, სადაც მეც დავესწარი.
ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა, გულწრფელად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ფემინურობასთან კავშირი სწორედ მაშინ დაიწყო, რისთვისაც სარანის სამუდამოდ მადლიერი ვარ.
დაიწყო გზა საკუთარი სხეულისკენ, ცნობიერებისკენ და, რაც მთავარია, ჩემს ქალურობასთან ხელახალი, ღრმა კავშირისკენ. ტანტრამ დამანახა, რომ მთელი სამყარო, თავისი საიდუმლოებებითა და სილამაზით, ჩვენს შიგნითაა. მას შემდეგ ეს ცოდნა და აღქმა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია .
რა გინდათ მკითხველმა ტანტრის შესახებ რომ გაიგოს ?
მინდა იცოდნენ ტანტრა არ არის მხოლოდ პრაქტიკა ან სწავლება. ტანტრა არის ცხოვრების წესი, რომელიც გვასწავლის როგორ ვიყოთ სიამოვნებაში აქ და ახლა — სხეულში, ემოციებში, სიყვარულში და სიცოცხლეში.
ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ტანტრა მხოლოდ სექსუალობას უკავშირდება, თუმცა ეს მისი ძალიან მცირე და ზედაპირული აღქმაა. ჩემთვის ტანტრა პირველ რიგში არის ცნობიერების, სხეულთან კავშირის, შინაგანი თავისუფლებისა და სიცოცხლის უფრო ღრმად შეგრძნების შესაძლებლობა.
ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და თან ჩემი ღრმა რწმენაც – როდესაც ადამიანი საკუთარ სხეულთან და შინაგან სამყაროსთან კავშირს ამყარებს, მხოლოდ მაშინ იწყებს უფრო თავისუფლად, ცნობიერად და სიყვარულით ცხოვრებას. სწორედ ასეთი სივრცის შექმნაა ჩემი საქმიანობის მთავარი არსი და შთაგონება — სივრცეების, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაბრუნდნენ საკუთარ თავთან, გაიხსენონ თავისი ბუნებრივი ძალა, გახსნან გული და სიცოცხლე უფრო სიღრმისეულად და ნამდვილად შეიგრძნონ.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·