კრისტენ სტიუარტის 2026 წლის კანის კინოფესტივალზე გამოჩენამ, მსახიობის სტილი კიდევ ერთხელ აქცია განხილვის მთავარ თემად. Vogue-ის მიხედვით, სტიუარტისა და მისი სტილისტის, ტარა სვენენის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ იმიჯი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა „დახვეწილი და მეამბოხე“.

მსახიობი კანის ფესტივალზე Quentin Dupieux-ის ახალი ფილმის, Full Phil-ის პრემიერისთვის ჩავიდა და წითელ ხალიჩაზე Chanel-ის რამდენიმე განსხვავებული, თუმცა საერთო კონცეფციაზე აგებული ლუქით გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი არჩევანი გამჭვირვალე ნაცრისფერი tweed-ის კომპლექტი გახდა, რომელიც Chanel-ის 2026 წლის Couture კოლექციიდან იყო შერჩეული. სტილისტის თქმით, ლუქი კლასიკური Chanel-ის თანამედროვე, უფრო თავისუფალ და ნაკლებად ფორმალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ კრისტენ სტიუარტმა კანის მკაცრი dress code-ის მიუხედავად, რამდენიმე ლუქი სპორტულ ფეხსაცმელთან დააკავშირა. სწორედ ეს ანტიგლამურული მიდგომა გახდა მისი სტილის მთავარი ხელწერა, რასაც fashion მედია უკვე წლებია აქტიურად განიხილავს.
Vogue-ის ცნობით, ტარა სვენენი და კრისტენ სტიუარტი წლების განმავლობაში ცდილობდნენ კანის კლასიკური გმალურისა და მსახიობის პირადი, უფრო თავისუფალი სტილის ერთმანეთთან შერწყმას. სწორედ ამიტომ, წლევანდელ ლუქებში Chanel-ის დახვეწილი სტილი უფრო თავისუფალ და ნაკლებად ფორმალურ ელემენტებს შეუთავსეს, რაც საბოლოოდ კრისტენ სტიუარტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოდის მომენტად შეფასდა.

სოციალურ ქსელებში სტიუარტის სტილს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა – ნაწილი მას კანის ყველაზე cool ვარსკვლავად მოიხსენიებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მსახიობი ფესტივალის კლასიკურ დრესკოდს ზედმეტად ხშირად არღვევს. მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, ერთი რამ აშკარაა – კრისტენ სტიუარტი კვლავ რჩება იმ ვარსკვლავად, რომლის თითოეული გამოჩენა მოდის დისკუსიის თემად ავტომატურად იქცევა.

ტექსტი: იზაბელ მოდებაძე

7 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·