#OK! საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატებს დააფინანსებს

2 hours ago 2

საფრანგეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც წონის დასაკლებ მედიკამენტებს სახელმწიფო დაფინანსებაში ჩართავს. გადაწყვეტილება ოფიციალურად საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტეფანი რისტმა დაადასტურა.

ახალი წესის მიხედვით, 15 ივნისიდან მოქალაქეებს ისეთი პრეპარატების ღირებულება აუნაზღაურდებათ, როგორებიცაა Wegovy და Mounjaro – მედიკამენტები, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

 At least 25,000 people in the US are starting weight-loss drug each  week, drugmaker says | CNN

მინისტრის განცხადებით, ოფიციალურად მედიკამენტების ღირებულების 65% დაიფარება, თუმცა პრაქტიკაში პაციენტების უმეტესობა თანხას სრულად მიიღებს, რადგან ჭარბ წონასთან ერთად მათ თანმხლები დაავადებები მაგალითად დიაბეტი ან ჰიპერტენზიაც აღენიშნებათ.

„ვამაყობ, რომ ევროკავშირში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც ამ მედიკამენტების მუდმივი დაფინანსება გადაწყვიტა,“ – განაცხადა სტეფანი რისტმა ფრანგულ ტელევიზიაში.

Wegovy დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის პრეპარატია, ხოლო Mounjaro – Eli Lilly-ის. ორივე მათგანი GLP-1 ტიპის მედიკამენტებს მიეკუთვნება, რომლებიც ორგანიზმში იმ ჰორმონის იმიტაციას ახდენენ, რომელიც მადას ამცირებს და წონის კლებას უწყობს ხელს.

 Which Is More Effective for Type 2 Diabetes?

ამ ტიპის პრეპარატებმა ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, თუმცა მათი მაღალი ფასი ბევრ ქვეყანაში პრობლემად რჩება. საფრანგეთში პაციენტები აქამდე საშუალოდ თვეში დაახლოებით 300 ევროს იხდიდნენ.

მედიკამენტები ქვეყანაში რეცეპტით 2024 წლიდან იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მათ ღირებულებას აქამდე არ ანაზღაურებდა. 2025 წლიდან კი საფრანგეთმა მათი გამოწერის უფლება არა მხოლოდ ენდოკრინოლოგებს, არამედ ყველა ექიმს მისცა.

2024 წლის მონაცემებით, საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით 18% – ანუ თითქმის 10 მილიონი ადამიანი სიმსუქნეს ებრძვის. ევროპარლამენტის მონაცემებით, ევროკავშირში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 51%-ს ჭარბი წონა აწუხებს, ხოლო 17% სიმსუქნით არის დაავადებული.

სრულად წაკითხვა