როდესაც წყვილი წელს მეტ გალას არ დაესწრო, სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა ვარაუდი, რომ ისინი ქორწილისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონია ზაფხულისთვის იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ, ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ მზადება უკვე დაწყებულია და ცერემონია წლის ყველაზე მასშტაბური და განხილვადი მოვლენა იქნება.

ინსაიდერების ცნობით, წყვილი ქორწილის დეტალებს განსაკუთრებული სიფრთხილით მალავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტეილორი და ტრევისი სტუმრებს ტრადიციული მოსაწვევების ნაცვლად პირადად უკავშირდებიან, რათა ღონისძიების ადგილი და დეტალები კონფიდენციალური დარჩეს.
მედიის ინფორმაციით, სტუმრების სიაში შესაძლოა ჰოლივუდისა და სპორტის არაერთი ცნობილი სახე მოხვდეს, მათ შორის ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი, სელენა გომესი და პატრიკ მაჰოუმსი.

ბოლო თვეებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მათმა იშვიათმა საჯარო გამოჩენებმა, რასაც გულშემატკივრები საქორწილო მზადებას უკავშირებენ. ამასთან, უცხოური გამოცემები წერენ, რომ ტეილორ სვიფტს სურს, ცერემონია კლასიკურ და დახვეწილ სტილში გაიმართოს – ნაკლები პომპეზურობით და უფრო ელეგანტური გარემოთი. ვარაუდობენ, რომ ქორწილი შესაძლოა ევროპაში, კერძო ვილაში ან ისტორიულ სასახლეში გაიმართოს.
ოფიციალური თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ინტერნეტში უკვე აქტიურად განიხილავენ, შეძლებს თუ არა ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი სელებრითი ცერემონიების გადაფარვას.

ცნობისთვის, წყვილის ურთიერთობა საჯარო პირველად 2023 წელს გახდა, როდესაც მომღერალი ტრევისის მატჩებზე გამოჩნდა. მას შემდეგ მათი რომანი პოპკულტურის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. ამერიკულ მედიაში წყვილს ხშირად „ამერიკის სამეფო წყვილადაც“ მოიხსენიებენ.

5 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·