#OK! როგორ აღნიშნავენ ცნობილი ადამიანები დედის დღეს: სელებრითები და მათი გულწრფელი გზავნილები დედებს

1 hour ago 2

10 მაისს, აშშ-ში დედის დღე აღინიშნება, და როგორც ყოველთვის, ცნობილი ადამიანები ამ დღეს გულწრფელი გზავნილებით აღნიშნავენ. მილოცვები ეხება არა მხოლოდ დედებს, არამედ მეუღლეებსაც. ინსტაგრამი, ტვიტერი და სხვა სოციალური ქსელები სავსეა ემოციური პოსტებით.

რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსმა დედის დღეს მეუღლეს, ბლეიკ ლაივლის ემოციური პოსტით მიულოცა. კვირას, 10 მაისს გამოქვეყნებულ Instagram Stories-ში 49 წლის მსახიობმა დაწერა:

„უსაზღვროდ ვაფასებ ამ ადამიანს. ის კეთილი და უშიშარია. ის ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია – და ჩვენი ოთხი პატარა შვილის სიცოცხლის ძალა“.

დაიან კიტონი

დაიან კიტონის შვილი, დექსტერი, დედის დღეს ემოციურ პოსტს აქვეყნებს. კვირას, 10 მაისს Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან  დედასთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა:

„პირველი დედის დღე შენს გარეშე. ძალიან მენატრები – ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მენატრება მისი ხმა, ჩახუტება, მასთან ერთად ყოფნა. მიყვარხარ, დედა“ – წერს ის.

ტომ ბრედი და ჟიზელ ბიუნდჰენი

48 წლის ბრედიმ Instagram-ზე ფოტოების სერია გააზიარა, რომელიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ქალებს ეძღვნებოდა — მათ შორის ყოფილ მეუღლეს, ჟიზელ ბიუნდჰენს.

„გილოცავთ დედის დღეს“ – წერს ის.

ცნობისთვის, ტომ ბრედი და ჟიზელ ბიუნდჰენი ერთმანეთს 2022 წლის ოქტომბერში დაშორდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ: ვივიან (13 წლის) და ბენჯამინი (16 წლის).

კრის ჯენერი      

70 წლის კრისმა 10 მაისს Instagram-ზე ფოტოები და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„გილოცავთ დედის დღეს!! დედობა და ბებიობა ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი როლია“ – ვკითხულობთ ტექსტში – „ამან ძალიან დიდი სიხარული, სიყვარული და მიზანი მომცა. მადლიერი ვარ ჩემი ლამაზი დედის, რომელმაც ყველაფერი მასწავლა უპირობო სიყვარულის, ძალისა და ოჯახის გვერდში დგომის შესახებ. უსაზღვროდ ვამაყობ ჩემი ქალიშვილებით. იმის ყურება, თუ როგორ ზრდიან თავიანთ შვილებს, ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია“.

სანდრა ბულოკი

სანდრა ბულოკმა დედის დღე შვილების იშვიათი ფოტოებით აღნიშნა.  მსახიობმა Instagram-ზე ძველი ფოტოების კოლექცია გააზიარა, რომელშიც ის თავის ორ შვილს — 16 წლის ლუისსა და 11 წლის ლაილას — დედის დღეს ულოცავს. ორივე შვილი ბულოკმა 40 წლის ასაკში იშვილა.

„ყველა დედას ვულოცავ ამ დღეს. ეს პატივი ყველას გვაერთიანებს“ – წერს მსახიობი.

სრულად წაკითხვა