რატი ანდრონიკაშვილი და ელენე შელია დაინიშნნენ – ახალგაზრდა წყვილმა სასიხარულო სიახლე სოციალურ ქსელში გააზიარა.
რატი ანდრონიკაშვილი ქართველი კალათბურთელია, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. მიუხედავად იმისა, რომ რატის ცნობილი ფიგურაა და მისი ცხოვრება გულშემატკივრებს განსაკუთრებით აინტერესებთ ის პირად ცხოვრებას ყოველთვის ნაკლებად ასაჯაროებდა, რის გამოც ნიშნობის ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მისი რჩეული ელენე შელიაა – ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელსაც საზოგადოება ასევე როგორც მოდელსა და სოციალურ ქსელებში აქტიურ ინფლუენსერს იცნობს. ელენე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია: ის მოდელისა და ბიზნესლედი ლიკა კვარაცხელიასა და ყოფილი ფეხბურთელის, მურთაზ შელიას ქალიშვილია. სოციალურ ქსელებში ელენე ხშირად აზიარებს ყოველდღიურ ცხოვრებას, მოგზაურობებსა და ცხოვრების ჯანსაღ სტილთან დაკავშირებულ კონტენტს.

წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ არ აზიარებდა, ამიტომ ნიშნობის გამოცხადებამ საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ამასთან, რატი ანდრონიკაშვილი და ელენე შელია ინტერნეტსივრცეში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ახალგაზრდა წყვილად ითვლებოდნენ. მათი ურთიერთობა საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში არაერთხელ მოხვდა – განსაკუთრებით 2022-2023 წლებში.
@elenesheliaa🫧❤️♬ original sound – elenesheliaa2024 წლისთვის გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ. იმ პერიოდში ორივემ სოციალური ქსელებიდან საერთო ფოტოები წაშალა, რაც დაშორების ფაქტს კიდევ უფრო ამყარებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რატი ახალ ურთიერთობაში იყო. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ გამომწერებმა შენიშნეს, რომ წყვილი კვლავ ერთად გამოჩნდა – მათ სოციალურ ქსელებში ეტაპობრივად გავრცელდა საერთო ფოტოები და ვიდეოები, რამაც შერიგების შესახებ საუბრები გააჩინა. საბოლოოდ კი ეს ეჭვები ოფიციალურად დადასტურდა: ურთიერთობის ახალ ეტაპად რატი ანდრონიკაშვილისა და ელენე შელიას ნიშნობა იქცა.

3 days ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·