#OK! ნასტასია ლეგრანი (ბაბლუანი) – მაღალი მოდის ახალი ვარსკვლავი

2 days ago 2

ახალგაზრდა ქართველი-ფრანგი მოდელი ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Chanel-ის 2026/27 წლის საკრუიზო კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა. მოდელმა ფრანგული მოდის სახლის პოდიუმზე 67-ე ლუქი წარადგინა, რომელიც დახვეწილი სილუეტებით, ტექსტურებითა და მოდის სახლისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით გამოირჩევა.

picture 1 - Look 67 [Cruise 2026/27]

picture 2 - Look 67 [Cruise 2026/27]

ამასთან, ახალგაზრდა მოდელმა 2025 წლის მაისის Harper’s Bazaar France-ის გარეკანი დაამშვენა. Harper’s Bazaar  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის ჟურნალია, მის გარეკანზე მოხვედრა კი ძალიან დიდ წარმატებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული სამოდელო სააგენტოს – Woman Management-ის დირექტორმა Osana Ekue-მ ნასტასიას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა და ახალგაზრდა მოდელის ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა:

 ნასტასია ლეგრანი — ჩვენი ახალი ნახევრად  ფრანგი, ნახევრად ქართველი  ლამაზმანი!
ის ულამაზესია,  შრომისმოყვარეა,  შესანიშნავია და ეს ყველაფერია, რაც მიყვარს!
გარდა ამისა, მას აქვს  ნიჭი, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.
ამ სეზონზე მან პარიზის მოდის კვირეულზე ყველა გააოგნა  და გვსურს დიდ მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა. ეს გზა გრძელი იქნება, მაგრამ უკვე დიდებულად  დაიწყე, კაშკაშა  ნასტასია.

ნასტასიას  დებიუტი პარიზის 2025 წლის F/W მოდის კვირეულზე შედგა, შემდეგ კი ტოპ 22 მოდელს შორის მოხვდა და პოდიუმზე გაიარა ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Louis Vuitton, Chanel, Ann Demeulemeester, Chloé, და courrèges,  Models.com -მა ის 2025 წლის გამორჩეულ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა. ამჟამად ნასტასია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში CHANEL -ის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობს. ახალბედა, გამორჩეული ვიზუალის მქონე მოდელმა უკვე  არაერთი დიდი ბრენდის ყურადღებაც დაიმსახურა, რის გამოც მას  დიდ  კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

მატილდა გვარლიანის შემდეგ 20 წლის ნასტასიამაც დაამტკიცა, რომ  სვანური შარმი და მომხიბვლელობა არასოდეს არ რჩება ყურადღების მიღმა – “სვანური სილამაზე მსოფლიო პოდიუმებს იპყრობს”-სწორედ ამ ფრაზით გამოეხმაურნენ ქართველი გულშემატკივრები ნასტასიას გამოჩენას პარიზის მოდის კვირეულზე.

ნასტასია ბაბლუანების ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი, კინორეჟისორისა და მწერლის, ბევრისათვის საყვარელი რომანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“-ს ავტორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილი და ჟურნალისტის, ოლგა ბაბლუანის ქალიშვილია.  მან სამოდელო კარიერა Women Management Paris-ში დაიწყო, დღეს კი ცნობილ  სააგენტოსთან – Women Management Milan-თან თანამშრომლობს.

ნასტასია საფრანგეთში გაიზარდა, ის დღემდე იქ ცხოვრობს და სწავლობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს დედასთან და დასთან ერთად. ეს შეიძლება ითქვას, რომ დედის დამსახურებაა, რადგან ოლგა ბაბლუანი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სურს მის შვილებს საქართველოსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ.

 გარდა სამოდელო კარიერისა, ნასტასია მსახიობობითაც არის დაინტერესებული. მან 2012 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში „What Can I Wish You Before The Fight?“, სადაც ელისის როლი მოირგო.

ასევე დაგაინტერესებთ 

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

სრულად წაკითხვა