ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ალექსი მეგრელიშვილის გადაცემაში ,,უეჭველი ქართველია” მისი ემიგრანტობის ისტორიაზე, ამ გადაწყვეტილების მიზეზებსა და გავლილ სირთულეებზე ისაუბრა. გადაცემის ფორმატი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ინტერვიუს ეფუძნება.
,,ჩემი ნატვრა არ იყო ,,აუ ამერიკაში უნდა ჩავიდე’’ სურვილი მქონდა მენახა ნიუ იორკი. ამერიკაში რომ ჩამოვედი და გამოვიძინეთ, მეორე დღეს დილით მივხვდი, რომ ეს ქალაქი ისე მიყვარდებოდა, რომ აქიდან რომ მივფრინდავდით მეც და სალომესაც ცრემლები გვქონდა თვალებზე მომდგარი. იმის მერე შემიყვარდა ამერიკა და ვთქვი, რომ მე ოდესღაც ამ ქვეყნის ნაწილი გავხდებოდი, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა სადაც, რომ დადიხარ სუნთქავ რაღაც თავისუფლების სურნელს.”

როგორც გადაცემაში ნოდიკომ აღნიშნა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას მწვანე ბარათი დაუმტკიცდა და მისი ცხოვრება ორ კონტინენტს შორის განაწილდა. უკვე სამი წელია ის წელიწადის დიდ ნაწილს ამერიკაში ატარებს, რაც ემიგრანტობის განსხვავებული ფორმაა:
,,სამი წელია დავფრინავ წინ და უკან. ყოველ წელს ექვს თვეზე მეტი ვარ აქ (ამერიკაში). ეს ნაწილობრივ არის ემიგრაცია, რადგანაც როცა აქ ვარ ისე ვცხოვრობ როგორც ემიგრანტი. განსხვავდება ჩემი ემიგრანტობის სტატუსი იქიდან გამომდინარე, რომ მე წელიწადში ექვსი თვე ან ხუთი თვე ვარ აქ – მარტივად შემიძლია წავიდე, მარტივად შემიძლია წამოვიდე, მაგრამ ნაწილობრივ ჩემი ცხოვრება არის ემიგრანტის ცხოვრება და არ არის ეს მარტივი. მე ძალიან ბევრი რამ გადავლახე, ფაქტობრივად შევეცადე, რომ მალევე ავყოლოდი ამერიკაში ცხოვრების ტემპს, რადგან აქ თუ ტემპს ვერ აყევი ძალიან ბევრი ვიცი, რომ ქუდს იხურავს და მიდის უკან.”

ნოდიკო აღნიშნავს, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც თავიდან ყველაფერი ნულიდან იწყება – ნაცნობობის გარეშე, კომფორტის გარეშე და ხშირად იმ პროფესიული სტატუსის გარეშე, რაც სამშობლოში გაქვს. თავდაპირველად ნოდიკო დელივერზეც მუშაობდა:
,,ჩამოვედი ქვეყნიდან, სადაც ყველა კარი ჩემთვის ღია იყო, დღესაც ღიაა და სულ იქნება. ჩამოვედი უცებ ქვეყანაში და ქალაქში, სადაც არავინ არ გიცნობს.
2012 წელს მე მაჰეტენზე ქართველი ვერ ვნახე, ახლა 3 წლის წინ რომ ჩამოვედი იმდენი ქართველი ვნახე, რომ მერე კითხვას ვსვამდი – საქართველოში ვინ დარჩა? გგონია რომ ყველა აქ არის წამოსული.
გიწევს სამსახურის ძებნა , შეიძლება ზუსტად ის ვერ აკეთო რაც გიყვარს. ეს არის ქვეყანა სადაც ვერ დაიწყებ რომ – აი მე ამას ვერ გავაკეთებ, ამას ვერ შევძლებ, მე ამის გაკეთება მრცხვენია – შრომა არ არის სირცხვილი. მე გამიმარტივდა ეს ყველაფერი, რადგან არ დამიწყია ბინის ძებნა და რომ ჩამოვედი იმის შემდეგ ვცხოვრობ ჩემს მეორე ოჯახთან.
რა თქმა უნდა, შემდეგ სამსახურის ძებნას იწყებ. ძალიან ბევრი რაღაც მოვსინჯე – მოვსინჯე ასევე მუშაობა დელივერი მიმართულებითაც, მათ შორის ამაზონზეც და ბევრი რაღაც ვცადე. ახლა, გარდა იმისა, რომ კონცერტები მაქვს – ვმღერი რესტორან ,,ლაუნჯში’’ მანჰეტენზე. ვმღერი ისეთ რეპერტუარს, რომელიც ძალიან მიყვარს – ქართული სიმღერებს და ასევე ამერიკულ რეპერტუარსაც.
ის რომ ამერიკაში ჩასვლა ნიშნავს მეორე დღეს ფეხის ფეხზე გადადებას და რაკარგია ცხოვრების ძახილს ეგრე ნამდვილად არ არის. ვინც აქ აპირებს ჩამოსვლას, უნდა იცოდეს, რომ მოუწევს ათასჯერ უფრო მეტი შრომა ვიდრე საქართველოში.
მაგრად ვმუშაობდი საქართველოში, სულ მქონდა კონცერტი, ივენთი და ა.შ. რა თქმა უნდა ამან დაღი დაასვა ამ ყველაფერს, მაგრამ მირჩევნია ნებისმიერგან ვიმუშაო, ვიდრე გადავახტე ჩემ თავს…”
Screenshot
1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·