გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, კინოდაჯილდოება „ელისოს“ გამარჯვებულები დასახელდნენ. ღონისძიება, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება, ქართული კინოს განვითარებასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას ემსახურება.
წელს გამარჯვებულები საერთაშორისო და ქართველი კინოპროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. მთავარი ჯილდო — წლის საუკეთესო ფილმის ტიტული — ალექსანდრე კობერიძის ნამუშევარმა „ხმელი ფოთოლი“ მოიპოვა.
საუკეთესო მსახიობის ჯილდო კი ნინი იაშვილს გადაეცა ფილმში „ქალაქის ხმაური“ შესრულებული როლისთვის. წარმატებას თუმანიშვილის თეატრიც გამოეხმაურა და მსახიობს გამარჯვება საჯაროდ მიულოცა.
“თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ნინი იაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა. აღნიშნული წოდება მან ფილმში „ქალაქის ხმაური“ შესრულებული როლისთვის 2026 წლის კინოპრემია „ელისოს“ დაჯილდოებაზე მიიღო, რომელიც 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
თუმანიშვილის თეატრი ულოცავს ნინის ამ გარჯვებას და ულევ წარმატებას უსურვებს” – ვკითხულობთ თეატრის განცხადებაში.
2026 წლის კინოდაჯილდოება „ელისოს“ გამარჯვებულები:
- საუკეთესო ფილმი — „ხმელი ფოთოლი“, რეჟ. ალექსანდრე კობერიძე
- საუკეთესო რეჟისორი — თამარ კალანდაძე, ჟიულიენ პებრელი („ქართლის ცხოვრება“)
- სპეციალური აღნიშვნა (რეჟისურა) — ქეთევან ვაშაგაშვილი („ცხრათვიანი კონტრაქტი“)
- საუკეთესო მსახიობი — ნინი იაშვილი („ქალაქის ხმაური“)
- სპეციალური აღნიშვნა (მსახიობი) — ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი („მილი“)
- საუკეთესო ოპერატორი — შალვა სოყურაშვილი („მილი“)
- საუკეთესო მონტაჟი — ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი („თემორე“)
- საუკეთესო კინომუსიკა — კოტე კალანდაძე („არავინ არ ჩანს“)
- ნატო ვაჩნაძის პრემია — ნათელა გრიგალაშვილი (ფოტოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის)

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·