ვიქტორია ვილაროელის ბოლო პოდკასტურმა ეპიზოდმა სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა გამოიწვია. კაილი ჯენერის ყოფილი პირადი ასისტენტი და კარდაშიანების ოჯახის ახლო მეგობარი „Breakups Suck“-ის ახალ ეპიზოდში ყოფილ შეყვარებულს იხსენებს, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია. მიუხედავად ამისა, ინტერნეტმომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ვილაროელი ბრიტანელ მსახიობ კალუმ ტერნერზე საუბრობდა.
პოდკასტში, რომელსაც ვიქტორია ვილაროელი და სტასი კარანიკოლაუ ერთად უძღვებიან, ვიქტორიამ ყოფილი პარტნიორი მხოლოდ „ბრიტანელ ბიჭად“ მოიხსენია. მისი თქმით, მამაკაცი უკიდურესად პირადი ცხოვრების მოყვარული იყო, არ სურდა სოციალურ მედიაში გამოჩენა, უარყოფითად იყო განწყობილი პაპარაცების მიმართ და ისეთი ღონისძიებებიც კი არ მოსწონდა, როგორიც Met Gala-ა.

თუმცა, როდესაც პოდკასტი გამოვიდა ვიქტორიამ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ცნობილ ქალზეა დანიშნული (უკვე დაქორწინებული) და სწორედ იმ ყველაფერს აკეთებს, რის წინააღმდეგიც ადრე თავად გამოდიოდა – ესწრება გახმაურებულ ღონისძიებებს, ჩნდება წითელ ხალიჩაზე და საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია.
ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში მალევე გაჩნდა ვარაუდები, რომ საუბარი კალუმ ტერნერს ეხებოდა. ფანების აზრით, დამთხვევები საკმაოდ ბევრია: ბრიტანელი მსახიობი წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდებოდა, თუმცა ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპვარსკვლავის, დუა ლიპას, პარტნიორია. წყვილი ხშირად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე და 2025 წლის Met Gala-ზეც ერთად გამოჩნდა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(965x560:967x562)/Callum-Turner-and-Dua-Lipa-met-gala-050525-13d4da6919ba4713ac862086147d1eb6.jpg)
ვარაუდებს კიდევ უფრო ამყარებს ვიქტორიას კიდევ ერთი ისტორია. პოდკასტში მან აღნიშნა, რომ მისი ყოფილი თავის მომავალ საცოლეს იმ დროს შეხვდა, როდესაც ლონდონში ვიქტორიასთან ერთად ვახშმობდა. სწორედ ეს დეტალი გაახსენდათ დუა ლიპას გულშემატკივრებსაც.
Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში დუა ლიპამ თავად გაიხსენა კალუმთან პირველი შეხვედრა. მომღერლის თქმით, ისინი ლონდონის ცნობილ რესტორან The River Cafe-ში გაიცნეს ერთმანეთი. იმ საღამოს დუა მამასთან ერთად ვახშმობდა, კალუმი კი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი გაცნობა რესტორნის თანადამფუძნებელმა მოაწყო.

სწორედ ამ მონათხრობისა და ვიქტორიას პოდკასტში მოყვანილი დეტალების მსგავსებამ გააჩინა ეჭვი, რომ „ბრიტანელი ბიჭი“ შესაძლოა მართლაც კალუმ ტერნერი იყოს.
აღსანიშნავია, რომ არც ვიქტორია ვილაროელს და არც კალუმ ტერნერს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, ამიტომ ამ ეტაპზე ყველა დასკვნა მხოლოდ სოციალური მედიის მომხმარებლების ვარაუდებსა და ინტერნეტში გავრცელებულ თეორიებს ეფუძნება.


2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·