ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
წყვილს მეორე გოგონა შეეძინა, რომელსაც ქეთო დაარქვეს. სასიხარულო ამბავი ლიზა ჩიჩუამ მის სოციალურ ქსელში გაავრცელა წარწერით ,,ქეთო მაქაცარია WELCOME”
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ქართველი ექიმების – გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. 2022 წლის აპრილში ირაკლიმ ლიზას ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით, რომანტიკულ გარემოში სთხოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილის ქორწილი 2022 წლის ივლისში გაიმართა, ხოლო ჯვრისწერის ცერემონია თბილისის სამების საკათედრო ტაძარში შედგა.
2023 წელს წყვილს პირველი შვილი – გიორგი მაქაცარია შეეძინა, ხოლო 2025 წლის იანვარში მათ ოჯახს მეორე შვილი, ნინა შეემატა.


7 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·