ჟურნალისტმა ანა შამილაძემ და მომღერალმა აჩიკო ბერიძემ იქორწინეს. როგორც ანამ ჩვენთან საუბარში ახსენა ქორწილი სპონტანურად დაიგეგმა – ჯვრისწერის ცერემონია და წვეულება კი ვიწრო, მეგობრების წრეში გაიმართა:
,,ძალიან სპონტანურად დავგეგმეთ, უცბად გადავწყვიტეთ და შესაბამისად ძალიან ვიწრო, ახლო მეგობრების გარემოცვაში ავღნიშნეთ.
ჯვარი მამა ბესარიონმა დაგვწერა, რომელიც ასევე ჩვენს ბავშვობასთანაა კავშირში – ყველანი ერთად ვმღეროდით ,,ბავშვთა ოპერაში” და ძალიან მიხარია, რომ სწორედ მან დაგვწერა ჯვარი”


როგორც ანამ OK-სთან ინტერვიუში ახსენა მისი და აჩიკოს სიყვარულის ისტორია ბავშვობაში იწყება. ისინი ერთმანეთს პირველი კლასიდან იცნობდნენ და წლების განმავლობაში ახლო მეგობრები იყვნენ. ნუცას თქმით, აჩიკო პატარაობიდანვე განსაკუთრებულ სიმპათიას იწვევდა მასში – ყოველთვის უხაროდა მისი ნახვა, ხოლო აჩიკო, თავისი მშვიდი და დინჯი ხასიათით, ყურადღებით უსმენდა მის ამბებს:
,,ჩემი სიყვარულის ისტორია ყველაზე მეტად მომწონს, რაც კი აქამდე სიყვარულის ისტორიებზე მსმენია ან წამიკითხავს. ბავშვობის ყველაზე ახლო მეგობარი, აჩიკო ბერიძე, რომელსაც პირველი კლასიდან ვიცნობ, უეცრად ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა.
პატარაობიდან ძალიან მიყვარდა, რომ ვხედავდი ყოველთვის მიხაროდა, საყვარელი იყო, სულ მინდოდა ჩავხუტებოდი და დამეჩქმიტა. ჩემგან განსხვავებით აჩიკო დინჯი და მშვიდი იყო, ამიტომაც, ძირითადად მე ვლაპარაკობდი და მუდამ რაღაცებს ვუყვებოდი. ამ დროს თვითონ მკვეთრად გამოხატული გაბადრული და აღფრთოვანებული სახით მიყურებდა ხოლმე, დღემდე ასე მიყურებს, საერთოდ არ შეცვლილა მისი მზერა.

ცოტა რომ წამოვიზარდეთ კიდევ უფრო დავმეგობრდით და სერიოზულ საკითხებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს. შემდეგ რაღაც გაუგებრად შეწყდა კომუნიკაცია და ჩვენ ჩვენს გზებზე წავედით. წლების მანძილზე იშვიათად, მაგრამ როცა ვხვდებოდით ერთმანეთს, იმ ერთ შეხვედრაშიც იგივე მზერა იყო და უსიტყვო, უხილავი კავშირით ერთმანეთისთვის უამრავი რამ ნათქვამი… მის სიმღერებს ხშირად ვუსმენდი და საკუთარივით მიხაროდა ყოველი მისი წარმატება.
ბოლო წლებში სოციალური ქსელების „სთორებზე“ ხშირად ვეხმაურებოდით ერთმანეთს, ასევე უსიტყვოდ, მხოლოდ „ემოჯებით“. ორწელიწად-ნახევრის წინ, როგორც იქნა, მომწერა ინსტაგრამზე, საღამო მაქვს ბათუმის ერთ-ერთ სივრცეში და ხომ მოხვალო… საოცარი საღამო იყო, ყველა სიმღერა მე მომიძღვნა, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ… რამდენიმე დღეში მითხრა, რომ ვუყვარდი ახლაც და 29 წლის წინაც, უბრალოდ, ბავშვობაში ვერ ხვდებოდა, რომ ეს ის სიყვარული იყო…”



ასევე დაგაინტერესებთ

15 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·