#OK! „განქორწინების შემდეგ არავის შევხვედრივარ“ – ანჯელინა ჯოლი პირად ცხოვრებაზე პირველად საუბრობს

1 month ago 78

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ იშვიათ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა და აღიარა, რომ ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, თითქმის ათი წლის განმავლობაში, არავისთან ჰქონია რომანტიკული ურთიერთობა.

Yahoo Entertainment-თან საუბრისას, ახალი ფილმის Couture-ის წარდგენისას, მსახიობმა თქვა, რომ განქორწინების შემდეგ მთელი ყურადღება შვილებსა და ოჯახზე გადაიტანა.

„სიმართლე რომ გითხრათ, განქორწინების შემდეგ, უკვე თითქმის ათი წელია, არავის შევხვედრივარ. თითქოს საკუთარ თავში დავიჯერე, რომ თუ შვილებსა და ოჯახზე ვარ კონცენტრირებული, ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი აღარ არის მთავარი,“ – განაცხადა ჯოლიმ.

ახალ ფილმში მსახიობი მაქსინ უოკერის როლს ასრულებს – რეჟისორს, რომელსაც პარიზის მოდის კვირეულის დროს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. მისი პერსონაჟი, მიუხედავად რთული ცხოვრებისეული ეტაპისა და დედობისა, ახალ სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს.

Angelina Jolie attends the "Coutures" Première at Pathe Palace on February 09, 2026 in Paris, France

ჯოლის თქმით, სწორედ ამ როლმა დააფიქრა, რომ ქალი შეიძლება ერთდროულად იყოს თავდადებული დედაც და საკუთარი პირადი ცხოვრების უფლებაც ჰქონდეს.

„დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მას შეუძლია უყვარდეს თავისი ქალიშვილი, იყოს მისთვის თავდადებული და ამავე დროს, როგორც ქალს, სიყვარულიც სჭირდებოდეს. ეს შეიძლება მისთვის ძალიან სამკურნალოც კი იყოს,“ – აღნიშნა მსახიობმა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2016 წელს დაშორდნენ. მათი განქორწინების პროცესი რვა წელი გაგრძელდა. ყოფილ მეუღლეებს ექვსი შვილი ჰყავთ – მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები, ვივიენი და ნოქსი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მამის გვარს იშორებენ.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა, როცა შვილები გაიზარდნენ, ისინი თავად ამხნევებენ, რომ მხოლოდ „დედის“ როლით აღარ შემოიფარგლოს.

„ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, ისინი ჩემს ძველ თავს მიბრუნებენ. მგონია, რომ ახლა უნდათ, მხოლოდ „დედა“ აღარ ვიყო,“ – თქვა ჯოლიმ.

All About Angelina Jolie and Brad Pitt's 6 Kids

მისივე თქმით, ცხოვრების რთულმა გამოცდილებამ გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა ახლა საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენას ცდილობს.

„ვფიქრობ, ისევ უნდა ვიცხოვრო. ისევ უნდა ვიყო თავისუფალი. გარკვეულწილად, ცხოვრებამ ცოტა გამტეხა,“ – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.

ცნობილია, რომ ჯოლი და ბრედ პიტი სასამართლოში კვლავ აგრძელებენ დავას საფრანგეთში მდებარე საერთო ღვინის მეურნეობის Château Miraval-ის გარშემო, თუმცა მსახიობის წარმომადგენლების თქმით, ჯოლი იმედოვნებს, რომ საქმის დასრულების შემდეგ მათი ოჯახი საბოლოოდ შეძლებს წარსულის დატოვებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.

Angelina Jolie Gives Update on Relationship Status Decade After Brad Pitt  Split

სრულად წაკითხვა