#OK! „Emily in Paris“ მეექვსე სეზონის შემდეგ დასრულდება

11 hours ago 6

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ,,Emily in Paris” (,,ემილი პარიზში”) მეექვსე სეზონის შემდეგ დასრულდება. ინფორმაცია ოფიციალურად თავად სტრიმინგ პლატფორმამ და სერიალის შემქმნელმა, Darren Star-მა დაადასტურეს.

„გმადლობთ, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი გაგვხადეთ და პარიზის სიყვარულსა და მოგზაურობის ოცნებებში გაგვიზიარეთ ადგილი,“ – განაცხადა Darren Star-მა.

Netflix's Emily in Paris Season 6 First Look, Release Date, and Everything You Need to Know | Teen Vogue

სერიალის მთავარი ვარსკვლავი, ლილი კოლინზი, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ Emily Cooper-ის როლი მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო:

„ექვსი დაუვიწყარი წლის შემდეგ, მინდა გაგიზიაროთ, რომ მეექვსე სეზონი ჩვენი ბოლო იქნება. ახალი სეზონი მაყურებელს ყველაფერს მისცემს, რაც ამ სერიალში უყვარს და ემილის ისტორიის საბოლოო თავიც გახდება.“

სერიალი ჩიკაგოელი მარკეტინგის სპეციალისტის, ემილი კუპერის ისტორიას გვიყვება, რომელიც პარიზში სამუშაოდ გადადის და იქ კარიერულ, რომანტიკულ და პირად ცხოვრებას სრულიად ახალ გარემოში იწყებს. პროექტი 2020 წელს გამოვიდა და მალევე იქცა Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შოუდ.

 Emily in Paris Season 1

ბოლო სეზონში ლილი კოლინზთან ერთად კვლავ დაბრუნდებიან ეშლი პარკი, ლუკას ბრავო, ლუსიენ ლავისკანტი, სამუელ არნოლდი და ბრუნო გუერი. 

Netflix-ის ინფორმაციით, გადაღებები უკვე დაიწყო საბერძნეთში, ხოლო ახალი ეპიზოდების ნაწილს ასევე გადაიღებენ პარიზსა და მონაკოში. ოფიციალური პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მეექვსე სეზონი მეხუთე სეზონის ფინალს გააგრძელებს, სადაც გაბრიელი – ემილის რომანტიკული პარტნიორი მას საბერძნეთში დასასვენებლად ეპატიჟება.

Emily in Paris-მა წლების განმავლობაში არაერთი მოდის ტრენდი შთააგონა. მიუხედავად პოპულარობისა, სერიალს ხშირად აკრიტიკებდნენ პარიზის ზედმეტად იდეალიზებული და სტერეოტიპული წარმოჩენის გამო. თუმცა პროექტმა საფრანგეთის კულტურის პოპულარიზაციაშიც დიდი როლი ითამაშა და სწორედ ამისთვის სერიალის შემქმნელი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დააჯილდოვა.

Emily in Paris (TV Series 2020–2026) - IMDb

სრულად წაკითხვა