#OK! 90s minimalism: სელებრითები, რომელთა მინიმალისტური სტილი დღესაც აქტუალურია

1 hour ago 1

90-იანი წლები მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გარდამტეხი ეპოქაა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მინიმალიზმის ესთეტიკა – სუფთა და მარტივი სილუეტები, ნეიტრალური ფერების და ზედმეტი დეტალებისგან დაცლილი, დახვეწილი სტილი.

დღეს, ათწლეულების შემდეგ, ეს ტრენდი კვლავ აქტუალურია.

სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე ვისაუბრებთ, რომელთა მინიმალისტური სტილი დღემდე ბევრისთვის შთაგონებად რჩება.

კეიტ მოსი

კეიტ მოსი 90-იანი წლების მინიმალიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკულტო ფიგურაა. მისი ყოველდღიური სტილი ხშირად ეფუძნებოდა მარტივ კომბინაციებს: სწორი ჯინსები, თეთრი მაისურები, შავი ტოპები და ტყავის ქურთუკები.

განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი „off-duty“ სტილი – მარტივი, კომფორტული, მაგრამ მაინც ძალიან ელეგანტური ლუქები. სწორედ ამ უბრალო, მაგრამ დახვეწილმა ჩაცმის მანერამ აქცია ის 90-იანი წლების სტილის სიმბოლოდ.

ვაინონა რაიდერი

ვაინონა რაიდერი 90-იან წლებში მინიმალისტური და ოდნავ „grunge“ სტილით გამოირჩეოდა.

მსახიობი უპირატესობას შავ, მუქ ნაცრისფერ და ზოგჯერ შინდისფერ ტონებს ანიჭებდა, რაც მის ჩაცმულობას უფრო სერიოზულ და იდუმალ ხასიათს აძლევდა.

მუქი კაბები, ტყავის ქურთუკები, ფართო პიჯაკები და უბრალო ტოპები – მიუხედავად სიმარტივისა, მისი ჩაცმულობა ყოველთვის გამორჩეული და განცხვავებულიც კი იყო.

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი 90-იან წლებში მინიმალისტური სტილის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად იქცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მოდა პირველ რიგში კომფორტთან ასოცირდებოდა.

მსახიობი ყოველთვის გამოირჩეოდა სიმარტივითა და ელეგანტურობით – ხშირად ირჩევდა სწორ ჯინსებს, თეთრ მაისურებს, მარტივ ტოპებსა და კლასიკურ პიჯაკებს.

მის ჩაცმულობაში უმეტესად ნეიტრალურ ტონებს ვხვდებით – თეთრს, კრემისფერსა და ღია ცისფერს.

გვინეტ პელტროუ

პელტროუ მინიმალისტური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ წარმომადგენლად ითვლებოდა.

მის ყოველდღიურ ჩაცმულობაში თავისუფალი, „ოვერსაიზ“ სილუეტები დომინირებდა — განსაკუთრებით დიდი ზომის ქურთუკები, ფართო პიჯაკები და სწორი ჭრის შარვლები. ეს ელემენტები მის ლუქს „effortless“ იერს აძლევდა.

კრისტი ტარლინგტონი

მინიმალიზმზე საუბარი კრისტი ტარლინგტონის სახელის ხსენების გარეშე შეუძლებელია – მის ჩაცმულობაში ზედმეტი დეტალები თითქმის არასდროს გვხვდება.

სილუეტები ძირითადად სწორი და კლასიკურია – მარტივი კაბები, კარგად მორგებული პიჯაკები, ნეიტრალური ტონები…სწორედ ეს სიმარტივე აქცევს მას 90-იანი წლების სტილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ.

სრულად წაკითხვა