12 მაისს მსოფლიო მათემატიკოს ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – ამ დღის მთავარი მიზანი ქალების მიღწევების პატივისცემა და ინკლუზიური, თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული მათემატიკური საზოგადოების ხელშეწყობაა.
ოფიციალურად, ეს დღე ირანელი მათემატიკოსისა და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ მირზახანის სახელს უკავშირდება. იგი იყო პირველი ქალი, რომელსაც 2014 წელს ფილდზის მედალი მიენიჭა.
მირზახანი განსაკუთრებით ცნობილი იყო გეომეტრიასა და დინამიკურ სისტემებში თავისი ინოვაციური ნაშრომებით. იგი 2017 წლის 14 ივლისს, 40 წლის ასაკში, მკერდის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი დაბადების თარიღი, 12 მაისი, მათემატიკოს ქალთა საერთაშოირო დღედ შეირჩა.
2019 წლიდან დღემდე, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება, 2024 წელს კი მსოფლიოს მასშტაბით 180-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებები მოიცავს: სემინარებს, კონფერენციებს და საზოგადოებრივ კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავენ გოგონების და ქალების ჩართულობის გაზრდას მათემატიკაში.
ამ დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ ქალები, რომლებამც მატემატიკის სფეროში დიდი წვლილი შეიტანეს:
ჰიპატია (Hypatia, 370–415) –ანტიკური სამყაროს და ერთ–ერთი თვალსაჩინო ბერძენი ქალი–მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. ასწავლიდა ალექსანდრიის სკოლაში. დიდი წვლილი მიუძღვის ალგებრისა და გეომეტრიის განვითარებაში. მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა 415 წელს: იმ დროისთვის ქრისტიანულ და პაგანურ ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ჰიპატია სასტიკად მოკლეს ქუჩაში. არსებობს ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა ეპისკოპოს კირილეს ორგანიზებული იყო.

კატრინ ჯონსონი (1918–2020) – ამერიკელი მათემატიკოსი და NASA-ს სპეციალისტი. ციურ მექანიკაში მის მიერ შესრულებულმა გამოთვლებმა კოსმოსური მისიების წარმატება განაპირობა. მათ შორის იყო Apollo 11.
ჯონსონი NASA-ში მომუშავე ერთ–ერთი პირველი აფროამერიკელი ქალი მეცნიერი იყო.

გრეის ჰოპერი (1906–1992) – მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების პიონერი. მისი მიღწევების გამო, ხშირად „საოცარ გრეისს“ უწოდებენ.
მნიშვნელოვნად წვლილი შეიტანა კომპიუტერული პროგრამირების ენების შექმნაში, განსაკუთრებით COBOL-ში, რომელიც ბიზნესსა და ადმინისტრაციაში ფართოდ გამოიყენებოდა.

ადა ლავლეისი (1815–1852) – ლავლეისმა დაწერა პირველი ალგორითმი, რომელიც სპეციალურად კომპიუტერული პროცესორისთვის იყო განკუთვნილი – იგი ისტორიაში პირველ პროგრამისტად ითვლება. მასვე ეკუთვნის ნაშრომი, რომელიც პირველი კალკულატორის შექმნას დაედო საფუძვლად.


1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·