Mundo Deportivo: ლუის ენრიკე ყოფილ გუნდში დაბრუნებაზე ოცნებობს

1 week ago 20

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე ფიქრობს.

წყაროს ცნობით, სპეციალისტი ყურადღებით ადევნებს თვალს კლუბში მიმდინარე პროცესებს, სადაც 2026 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. სწორედ ამ არჩევნების შედეგზე შეიძლება დამოკიდებული იყოს მისი დაბრუნება, არ დაბრუნების საკითხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ენრიკემ ახლო გარემოცვაში არაერთხელ აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ სათავეში კვლავ მუშაობა სურს. შეგახსენებთ, ის კატალონიურ გრანდს 2014-2017 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს მრავალი ტიტული მოაგებინა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზში თავს კომფორტულად გრძნობს, სპეციალისტს ესპანეთში ცხოვრება ენატრება. ამ ეტაპზე მას „პსჟ“-სთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა