Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა, შეიძინა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე XIX საუკუნის გოტიკური სტილის ციხესიმაგრე, რომელიც 200 კილომეტრითაა დაშორებული მისი კომპანიის ევროპული სათავო ოფისიდან. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა - იტყობინება Reuters-ი.
Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, შეიძინა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე XIX საუკუნის გოტიკური სტილის ციხესიმაგრე, რომელიც მდინარეს გადაჰყურებს და 200 კილომეტრითაა დაშორებული მისი კომპანიის ევროპული სათავო ოფისიდან. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა - იტყობინება Reuters-ი.
სახელმწიფო არქიტექტურული არქივის მონაცემებით, სტრენკალის ციხესიმაგრე (Strancally Castle) დაახლოებით 1830 წელს აშენდა მიწაზე, რომელიც მდინარე ბლეrუოტერს გადაჰყურებს, 2003 წელს კი მას მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა.
ეს ტრანზაქცია ირლანდიის უძრავი ქონების ფასების სახელმწიფო რეესტრში მითითებული არ არის. გამოცემა The Irish Times-მა, რომელმაც ამ შენაძენის შესახებ ინფორმაცია პირველად გავრცელა, ქონების ღირებულება 20-დან 30 მილიონ ევრომდე შეაფასა.
ზაკერბერგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი „მოხარული არიან, განაგრძონ ამ ისტორიულ სახლზე ზრუნვა და მოუთმენლად ელიან ირლანდიაში დროის გატარებას“.
Meta დაახლოებით 1 500 ადამიანს ასაქმებს ირლანდიაში, სადაც, ნაწილობრივ, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმის გამო, რიგი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ევროპული სათავო ოფისებია განთავსებული.
აშშ-ში სამშაბათს, 18 აგვისტოს, სასამართლომ დაიწყო ფეისბუკისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანია Meta-ს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელის განხილვა. სარჩელი 29 შტატისგან შემდგარმა კოალიციამ შეიტანა.
radiotavisupleba ახალი ამბები