MEGOBARI აქტის განხილვის ფონზე, ჯო უილსონმა ივანიშვილის „ხელშემწყობთა“ სია გამოაქვეყნა

2 days ago 1

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა 6 მაისს ქართველი თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მან „ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ხელშემწყობ პირებად“ მოიხსენია და აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან საქართველოს დაახლოებაში დაადანაშაულა.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უილსონმა დაწერა: „MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური კაბალის ყველა ხელშემწყობმა პირმა ეს შეტყობინება უნდა მიიღოს. მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან მიიღებთ შედეგებს“.

სიაში შედიან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. სიაში ასევე ფიგურირებენ მოსამართლეები, მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღება. კანონპროექტს ახლა სენატი განიხილავს და კენჭს უყრის, რის შემდეგაც ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ის სანქციებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ წევრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში, პოლიტიკურ ძალადობაში ან დაშინებაში, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან საქართველოს ჩამოშორებას ისახავს მიზნად. შეზღუდვები შესაძლოა სანქცირებული პირების ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.

ბიძინა ივანიშვილისხელშემწყობთასიაში შედიან:

  • აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოები: „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე; „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი; „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური; „ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი; „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია; „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი;
  • საკანონმდებლო ორგანო: „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე; „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და პროპაგანდისტული არხ PosTV-ს მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე; „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე; „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი;
  • სასამართლო სისტემა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გრიტიშვილი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან თევზაძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე შალვა თადუმაძე;
  • ძირითადი ინსტიტუტები: საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო (კოკა) კაციტაძე; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი; ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
  • ბიზნესმენები: უჩა მამაცაშვილი; ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი; ალექსანდრე ივანიშვილი; ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე; ნოშრევან ნამორაძე;
  • პროპაგანდისტები: მთავარი პროპაგანდისტული არხის, „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე; პროპაგანდისტული არხის, PosTV-ს დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი; საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა