Georgian Ambassador to the United States Tamar Taliashvili met with U.S. Senator Markwayne Mullin, December 12, 2025; Photo: Tamar Taliashvili/Facebookაშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა ოკლაჰომას შტატიდან. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სენატორმა დააბრკოლა MEGOBARI აქტის მსვლელობა სენატში.
სენატორ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, MEGOBARI აქტის „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა.
„შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები“, – განაცხადა ტალიაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მან მადლობა გადაუხადა სენატორს „პირად წვლილისთვის“ ორმხრივ ურთიერთობებში და „მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა“.
„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პოსტში.
This post is also available in: English
Read Next
26/11/2025 - 18:46
„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა
06/11/2025 - 17:07
ამერიკელი კანონმდებლები „ქართული ოცნების“ თავდასხმების ფონზე მარკო რუბიოს ყოფილი თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებენ
08/10/2025 - 15:04
კობახიძის მიერ დაბარების უარყოფის შემდეგ, აშშ ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩთან შეხვედრა მოითხოვა
04/10/2025 - 20:04
საქართველოს ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს
26/09/2025 - 15:18
ყაველაშვილი აცხადებს, რომ გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ვახშამზე ტრამპთან ურთიერთობების განახლებაზე ისაუბრა
29/08/2025 - 15:00

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·