Marca: "არის შანსი, რომ ბელინგემმა ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს"

4 hours ago 5

როგორც ესპანური Marca იტყობინება, არის შანსი, რომ მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს.

მათი ინფორმაციით, ინგლისელ ფეხბურთელს მხარზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, რომლის ოფიციალური თარიღიც ჯერ ცნობილი არ არის.

თუ ჯუდი ქირურგიას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე ჩაიტარებს, მაშინ ახალი სეზონის სტარტს არ გამოტოვებს, მაგრამ აღნიშნული ტურნირის შემდეგ თუ ჩატარდა ოპერაცია, მაშინ ბელინგემს პირველი მატჩების გაცდენა მოუწევს.

ცნობისთვის, ბელინგემმა მხარის ტრავმა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში, რაიო ვალეკანოსთან მატჩში მიიღო.

სრულად წაკითხვა