Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

2 weeks ago 16

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი;საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.

გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლებისმოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი დაფუნქციონალი.

თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის.ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, – ანა ტატიშვილი, თიბისისბიზნეს მობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.

ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდანგამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.

(R)

სრულად წაკითხვა