Footmercato-ს ინფორმაციით, ევერტონი დაინტერესებულია ზურიკო დავითაშვილის წაყვანით მიუხედავად იმისა, რომ სენტ ეტიენს ლიგა 1-ში დაბრუნება და ლიდერების შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი:
შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ევერტონმა სენტ-ეტიენიდან ზურიკო დავითაშვილი შეიძინოს. ინგლისური კლუბის სელექციონერთა ჯგუფი მუშაობს, რათა მომავალი სეზონისთვის დევიდ მოიესმა გუნდი სასურველი მოთამაშეებით დააკომპლექტოს. ევერტონის ინტერესის გამო დავითაშვილს გუნდიდან წასვლა სურს.
ცნობილი გახდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პარიზსა და კალიარისთან წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
- წერს გამოცემა.