ევრობასკეტის წინ ფიბა-მ ტურნირზე მონაწილე გუნდების რეიტინგი განაახლა – საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-15 ადგილზეა.
წინა მაჩვენებელთან შედარებით, ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა:
კარგი ამბავი? ისრაელის ნაკრებისგან მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში მხოლოდ 76 ქულა მიიღეს. ცუდი ამბავი? თავად მხოლოდ 66 ქულა მოიპოვეს.
გოგა ბითაძემ 10 ქულა და 8 მოხსნა 15 წუთზე ნაკლებ დროში მოაგროვა. უკეთესი ამბავი? თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ორივემ ორნიშნა მაჩვენებელი დააფიქსირა. შემდეგ ესტონეთთან ითამაშებენ – ასე რომ, მალე გავიგებთ, სწორად მოვიქეცით თუ არა, როცა საქართველო რეიტინგში ერთი ადგილით დავაწინაურეთ.
- წერს ფიბა.