დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის განზრახვა – წერს ტელეგრამ არხზე უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.
მისივე ცნობიით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინისთვის იარაღი შეძენილი იქნება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.
“ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. „დანიური მოდელის“ მიხედვით – პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან.
ამ გზით ჩვენ არამხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, არამედ ვასტიმულირებთ ეკონომიკას და ინოვაციებს ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში.
კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე.
200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.
ჩვენ გულწრფელად ვუხდით მადლობას ევროკავშირს ამ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებისთვის, ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს და იტალიას, რომლებიც განახორციელებენ 1 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინული იარაღის შეძენას.” წერს შმიგალი.
ლვოვში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკრაინას პრემიერი შმიგალი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანდრეი სიბიგა წარმოადგენდნენ. ევროპელმა მინისტრებმა ევროპის დღე უკრაინაში აღნიშნეს.