BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების რესპოდენტი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

3 days ago 9

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია, სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ჩახუნაშილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სუსში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც სუს-ში განმარტავენ, “გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია”.

სრულად წაკითხვა