8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, “ჰუმანიტარული მოსაზრებებით” მიიღო:
„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში – 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე – რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.